რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

რუსთაველის გამზირზე დაკავებები გრძელდება
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმდებარედ მომიტინგეების ნაწილმა გზა ჩახერგა.

მომიტინგეების ნაწილმა ფილარმონიასთან რუსთაველის გამზირი ავტობუსებით გადაკეტა. პოლიციამ კვლავ დააკავა მომიტინგეები. 

მამუკა ბახტაძე: „პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში“

აქციის დაშლის ოპერაციას მასობრივი დაკავებები ახლდა. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები. დაშავებულების და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

საპროტესტო აქცია დღეს საღამოს დაიწყო. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

არეულობა პარლამენტის წინ: თბილისის საავადმყოფოებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება >>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. ახლახან პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.