საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების დაკავებები დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს დაკავებები. 
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათიანი მოწოდება, დაეცვათ წესრიგი მომიტინგეებმა არ გაითვალისწინეს. 

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს დაკავებები. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დავით სერგეენკო აცხადებს, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი.

დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც,მათ შორის, ტელეკომპანია „TV პირველის“, „რუსთავი-2-სა“ და „პირველი არხის თანამშრომლები.