ყვითელი ამბები

„ზალიკო ბერგერი მწვადს წვავს“ - დიზაინერი რესტორნის სამზარეულოდან ფოტოებს აქვეყნებს

ზალიკო ბერგერმა თავი ახალ ამპლუაში მოსინჯა
Sputnik

ცნობილმა დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თბილისის ერთ-ერთ რესტორანში სამზარეულოში ფუსფუსებს.

„როგორ ასწრებ ასე ყველაფერს? ღმერთმა მეტი ძალა მოგცეს“ - უწერენ დიზაინერს კომენტარებში.

როგორც ფოტოს მინაწერიდან ირკვევა, დიზაინერმა სპეციალურად გადაცემა „პროფილისთვის“ მზარეულობა შეითავსა, შედეგს კი ალბათ მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს.