ყვითელი ამბები

„მიუღებელია ეროტიულობაში გადაიზარდოს“ - რა არის გარყვნილება ხატია წერეთლისათვის

ხმაურითა და ეპატაჟური ცხოვრებით გამორჩეული ხატია წერეთელი ქართულ ტრადიციებზე საუბარს არ უშინდება.
Sputnik

მომღერალი ხატია წერეთელი, როგორც თვითონ ამბობს, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პიარ-მენეჯერი, მომღერალი, მასაჟის სპეციალისტია, მაგრამ არტისტის ამპლუაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

ქართველი „შოუვუმენი“, საქართველოში ბევრისთვის მიუღებელი და სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში გამომწვევი ვიდეო-კლიპების გამო, როგორც თავად აღნიშნავს, ბულინგის მსხვერპლიც გამხდარა, მაგრამ ამან მის სამომავლო მოღვაწეობაზე გავლენა არ იქონია.

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მისი კლიპები მილიონ ნახვას ცდება. უცნაურია, მაგრამ მრავალი კრიტიკის მიუხედავად, მეორე დღეს მთელი საქართველო მის სიმღერებს მღერის.

ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ სექსი მისი ნარკოტიკია, ჰყავს 23 წლის შეყვარებული, მიუხედავად ამისა ქართულ ტრადიციებს თვალს უსწორებს. აღნიშნავს, რომ არ არის ტრადიციული, მაგრამ აფასებს და ზოგის მიმდევარიც არის.

„მე არ ვარ ტრადიციული, მაგრამ ადამიანები თვლიან, რომ სუფრასთან ერთი ყანწის აწევა, ან საფლავზე ღრეობა ქართული ტრადიციაა. უპირველეს ყოვლისა, ტრადიცია დედა-შვილური, მამა-შვილური ან და-ძმას შორის ურთიერთობაა. ის, რომ საქართველოში ძმის შეყვარებულს ძმა ცოლად არ მოიყვანს, დასაფასებელია.“

გადაცემაში „მძიმე კაცთან“ მომღერალმა გარყვნილებაზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ხატია წერეთელი თავისუფალი და გახსნილი ცხოვრების მიმდევარია, თვლის, რომ ინცესტი მიუღებელია.

„ჩემნაირი თავისუფალი ადამიანისთვის რთულია განსაზღვრა, თუ რა არის გარყვნილება. ნამდვილად ვიცი, რომ თავისუფლება არ არის გარყვნილება, მაგრამ ინცესტი არის. გარყვნილებაა, როდესაც დაუშვებელ საქციელს ბავშვებს ან არასრულწლოვნებს აჩვენებ, ანუ ვინმეს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებ. შესაბამისად, ჩემთვის მეგობრობაც წმინდათა წმინდაა და მიუღებელია ვნებაში და ეროტიკულ ქმედებებში გადაიზარდოს“, - ამბობს მომღერალი.