ვითარება პარლამენტის შენობასთან: მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის ეზოში შეაღწიეს.

მედია: ირაკლი კობახიძე თანამდებობას დატოვებს

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პარლამენტთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მასის შეკავებას. ვითარება ძალიან დაძაბულია. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ვითარება პარლამენტის შენობასთან: მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი აქტივისტები და მომხრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება. აქციაზე ისმის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნა. ასევე მომიტინგეებმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.