ყვითელი ამბები

„კაცი ხარ და მალავ“ - რა ინტიმური ვიდეო გამოუქვეყნა თამო ვაშალომიძემ ამ კითხვის ავტორს

მოდელი თამო ვაშალომიძე მუდმივადაა ყურადღების ცენტრში
Sputnik

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამის“ „სთორებში“ თაყვანისმცემლების კითხვებს პასუხობს. მოდელი დაინტერესდა, რა ჭორი გაუგიათ მასზე. სოციალური ქსელის მომხმარებელი დაინტერესდა, მართალია თუ არა, რომ წარსულში ის კაცი იყო და ოპერაციების შემდეგ, ქალად გადაკეთდა.

„ვმალავ“ - ასე უპასუხა თამო ვაშალომიძემ მას და საცურაო აუზზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ინტიმურ ადგილებზეა გამახვილებული ყურადღებას.

მოდელს ასევე ჰკითხეს, მოსწონდა თუ არა ის ფაქტი, რომ უცნობი თაყვანისცმცემელი მანქანაზე ყოველ დილას, ერთი თვის განმავლობაში ვარდებს უტოვებდა.

ვაშალომიძემ ფარული კამერიდან ამოღებული ჩანაწერი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გაეხარდებოდა, თუ ამ ადამიანის ვინაობას გაიგებდა.