მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ტრაგიკულად დამთავრდა მეუფე კალისტრატესთვის მძიმე ოპერაცია, რომელიც 10 დღის წინ გაუკეთეს.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება Imedinews.

რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ

მეუფე კალისტრატე რამდენიმე საათის წინ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.