ყვითელი ამბები

ვინ არის მაკა ასათიანის ულამაზესი დისშვილის მილიონერი საქმრო - ფოტოები სოციალური ქსელიდან

მდიდარი და ცნობილი ოჯახები საქართველოში მუდმივად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას და ყვითელ პრესაში ხშირად ხვდებიან.
Sputnik

რამდენიმე წლის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაკა ასათიანის აფხაზი დისშვილის მარიანა აჩბას ფოტოებს.

ის დეიდას სილამაზით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

მარიანას პირადი ცხოვრების დეტალები აქამდე საიდუმლო იყო. თუმცა, ბოლო დროს ის „ინსტაგრამზე“ ურთიერთობებს აღარ მალავს.

როგორც გაირკვა, მარიანას რჩეული ირაკლი ჯოხთაბერიძეა, რომელიც კომპანია „მაგთიკომის“ დამაარსებელის გია ჯოხთაბერიძის შვილია.

მარიანა საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ სწავლობს და სწავლის პარალელურად მოდელობს.

მარიანა ცნობილი ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.