ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს დღეს პოლიციის სამმართველოში ელოდებიან
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ვასაძე: მთელი ღამე არ მძინებია, კომბლები სხვენში!

უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენი პოლიციის სამმართველოში 20:00 საათზეა დაბარებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის მიერ „სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსების შემდეგ დაიწყო.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – სახალხო რაზმებს, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში იპატრულირებენ თბილისში. ახსენა კომბლებიც. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ რაზმებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.