ფრედი მერკურის სიმღერის უცნობი, დაკარგული ჩანაწერი იპოვეს - ვიდეო

ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერის პრემიერა შედგა
Sputnik

ფრედი მერკურის დაკარგული სიმღერის ჩანაწერის პრემიერა დაახლოებით ხუთი საათის წინ BBC-ის რადიოში შედგა. მას ათწლეულები ეძებდნენ. Time Waits For No One სიმღერის სახელია და ის 1986 წლის მიუზიკლის, Time-ის საუნდტრეკად დაწერეს.

ახლად აღმოჩენილ ჩანაწერში ფრედის ხმა სუფთად ისმის, ვიდეო კი მაღალი ხარისხისაა.

სიმღერა 1960 წელს კომპოზიტორმა დეივ კლარკმა დაწერა.