ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიამ ქალიშვილის დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა - ზეიმის ფოტოები

თოფურიას ქალიშვილს 4 წელი შეუსრულდა, გოგონას მამა საქართველოში ზეიმზე დასასწრებად ჩამოვიდა
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ თავისი ქალიშვილის, ოლივია გეიხმანის დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა.

„მან თქვა დიახ“ – ქეთა თოფურია თხოვდება? >>

წვეულება წყნეთში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურია და ოლივიას მამა - ბიზნესმენი ლევ გეიხმანი განქორწინებულები არიან, ყოფილი მეუღლეები მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

დღესასწაული მოაწყო ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც ბავშვთა ზეიმების ორგანიზებით არის დაკავებული, ამიტომ ამ დღეს ბავშვებს სხვადასხვა მულტფილმებისა და ზღაპრების გმირები ართობდნენ.

თოფურიამ დაბადების დღეზე დაპატიჟა თავისი ვარსკვლავური მეგობრები, მათ შორის იყვნენ ნატო დუმბაძე, თემურ თათარაშვილი, ნინი ქარსელაძე, გიგა კუხიანიძე, სალომე ღვინიაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და სხვ.

თავის დაბადების დღეზე ოლივიამ ლექსიც წაიკითხა, რომლის ფინალში გაისმა კითხვა: „Догадайтесь без подсказки, что за праздник у меня?".

ოლივიას 15 ივნისს 4 წელი შეუსრულდა. ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ - 2017 წელს დაშორდნენ.

აღსანიშნავია, რომ პატარა ოლივია საქართველოს პირველად როდი ესტუმრა. ქეთა თოფურიას ქალიშვილმა თავისი დაბადების დღე ადრეც აღნიშნა წყნეთში. როგორც ჩანს, მომღერალმა ეს ლამაზ ტრადიციად აქცია.