ქართველი ჩოგბურთელი ბალახის კორტებზე კვლავ დამარცხდა

უკვე ზედიზედ მეორე ტურნირია, სადაც ქართველი სპორტსმენი პირველივე წრეში მარცხდება.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში მე-17 ნომერი) АТР-500-ის სერიის ტურნირის პირველი რაუნდის გადალახვა ვერ შეძლო. ტურნირი ბალახის კორტზე გერმანიის ქალაქ ჰალეში დაიწყო.

ბასილაშვილი იტალიელ მატეო ბერეტინის (22) შეხვდა და ორ სეტში წააგო 4:6, 4:6.

იტალიელთან ბალახის კორტზე ბასილაშვილს თითქმის არაფერი გამოუვიდა. ბერეტინიმ მშვიდად, თითო სეტში თითო მოწოდება აართვა ქართველ მეტოქეს და მეორე წრეში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო

მეტოქეები გასულ წელს ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთ შემთხვევაში ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო მეორეში – ბერეტინიმ.

ბასილაშვილისთვის ჰალეში წარუმატებლობა ბალახის საფარიან კორტებზე ტურნირებში ამ სეზონზე ზედიზედ უკვე მეორე წაგებაა. გასულ კვირაში ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე რაუნდში წააგო უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან შტუტგარტის ტურნირზე Mercedes Cup.

ჰალეს ტურნირი 23 ივნისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია ორ მილიონ ევროზე ცოტა მეტი. მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი ბორნა ჩორიჩი.