ყვითელი ამბები

ნინა წკრიალაშვილი გათხოვდა? – წყვილის ახალი ფოტოები

მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს.
Sputnik

მომღერალსა და ტელეწამყვან ნინა წკრიალაშვილს Instagram-ზე მეგობარმა დაუდო ფოტო, სადაც წკრიალაშვილს, სავარაუდოდ, საქორწინო კაბა აცვია. ფოტო რამდენიმე საათის წინ არის გამოქვეყნებული.

მომღერალი ბოლო პერიოდში ღიად ჩნდება ახალ მეგობარ მამაკაცთან, ლიბანელ ბიზნესმენთან ერთად. 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რი ამჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობს.

„ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ნინა ცოტა ხნის წინ სა­ბერ­ძნეთს ესტუმ­რა, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი დრო გაატარა.

ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.

რას პასუხობს ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს ახალ მეგობარ მამაკაცთან დაკავშირებით >>>

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინაც გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.