ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში – ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

Sputnik

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე აფთერშოკიც დაფიქსირდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დამანგრეველი მოვლენის შედეგები.

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, სიჩუანის პროვინციაში 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ იბინში იყო. მიწისძვრის კერა 16 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მოგვიანებით ამავე რაიონში დაფიქსირდა სხვადასხვა მაგნიტუდის რამდენიმე განმეორებითი ბიძგი.

 

1 / 12
ორშაბათს საღამოს ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
2 / 12
მიწისქვეშა ბიძგების ქალაქ იბინში მდებარეობდა
3 / 12
მიწისძვრის კერა 16 კილომეტრის სიღრმეზე იყო
4 / 12
მოგვიანებით ამავე რაიონში დაფიქსირდა სხვადასხვა მაგნიტუდის რამდენიმე განმეორებითი ბიძგი
5 / 12
სტიქიას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
6 / 12
მიწისძვრის შედეგად 134-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ტრავმა
7 / 12
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დროებითი ბანაკი პროვინცია სიჩუანის ქალაქ იბინში
8 / 12
რაიონებში, სადაც სტიქია მოხდა, მუშაობენ მაშველები და დაახლოებით 116 სახანძრო ბრიგადა
9 / 12
მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ხალხის ძებნას
10 / 12
მსხვერპლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შენობების ნგრევა გახდა
11 / 12
მიწისძვრამ დაანგრია უამრავი სახლი და გზები
12 / 12
ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები