ბორჯომში ბებიასა და შვილიშვილებს ავტომობილი დაეჯახა – არის მსხვერპლი

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ბებიასა და ორ შვილიშვილს ავტომანქანა დაეჯახა, იუწყება ქართული მასმედია.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოავარია მოხდა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი და ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. ახლახან ტელეკომპანია „ბორჯომმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებია საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ მძღოლი ადგილზე დარჩა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.