ყვითელი ამბები

უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა – ანუკი არეშიძე

დიზაინერი ანუკი არეშიძე საკუთარი ჯვრისწერიდან უცნობ ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik

დიზაინერი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მის უფროს ვაჟს ლევანიკო კალაძეს ნაბოლარა ძმა ნიკოლა კალაძე განსაკუთრებით უყვარს.

დიზაინერი იმედს იტოვებს, რომ მისი შვილები მომავალშიც ისევე იზრუნებენ და ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც ახლა. 

„ლევანიკო ყოველთვის მეხმარება მის მოვლაში და უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა“, - წერს ანუკი არეშიძე.

გასულ კვირას 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ გრემის ტაძარში უმცროსი შვილები მონათლეს და ჯვარი დაიწერეს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს – ლევანიკო, კახა, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები.