მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ქალი თურქეთის ქალაქ რიზეში სამუშაოდ იყო წასული
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თურქეთში ინფარქტით 56 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

„ეს იყო თავდასხმა“ – ცნობილი გახდა სტამბულში ქართველებსა და რუსებს შორის სროლის დეტალები >>

ტელეარხის ინფორმაციით, ქალი ქალაქ რიზეში ჩაის საკრეფად იყო წასული. სამი დღის განმავლობაში მას ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქართველოში ქალბატონის ცხედარი თურქეთში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით ოთხშაბათს გადმოასვენეს.