ყვითელი ამბები

თინა დალაქიშვილმა შეყვარებულს ინტიმური ტატუ მიუძღვნა – ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსახიობ თინა დალაქიშვილს ახალი შეყვარებული ჰყავს.
Sputnik

მსახიობმა თინა დალაქიშვილმა შეყვარებულს, ერთ-ერთი კომპანიის კრეატიულ დირექტორს ნიკუშა ანთაძეს მიუძღვნა ტატუ „მე შენ მიყვარხარ“. გოგონამ Instagram-ზე ცოტა ხნის წინ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ისრაელშია გადაღებული, სადაც წყვილი ერთად ისვენებდა და მსახიობი ერთ-ერთი რეკლამის გადაღებებზე იმყოფებოდა.

ცოტა ხანში ნიკუშამაც გამოაქვეყნა თინას ფოტო, სადაც ჩანს, რომ თინამ მისი ხელმოწერა უკანალზე ამოისვირინგა.

მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.

პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.

გოგონამ ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.

თინას პერსონაჟები ყველასაგან გამორჩეული და სახასიათოა, ისევე, როგორც თავად თინა. გოგონას სამსახიობო კარიერაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

28 წლის თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.

თხელი, ტანწერწეტა გოგონა, ულამაზესი თვალებით ყველასგან გამორჩეულია. თვალს ერთხელ მაინც თუ მოჰკრავთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.

სწორედ ამიტომაც ბევრი რეჟისორი მთავარ და საპასუხისმგებლო როლს სწორედ მას ანდობს.