„როდესაც კასტინგზე მივდიოდი, დედაჩემმა ჩაილაპარაკა, ძალიან გადათამაშებული არ იყოო. თავიდან ტექსტი რომ წავიკითხე, აღშფოთებული ვიყავი, ვინ არიან ეს გოგოები-მეთქი. თუმცა შემდეგ, სერიალს რომ ვუყურებდით, ძალიან მოგვწონდა. ორი შვილი მყავს, ბავშვებს ძალიან მოსწონთ სერიალი, თუმცა უფროსი უფრო აქტიურად უყურებს. როცა ჩემთან ერთად ქუჩაში მოდის და ხედავს, რომ ვინმემ მიცნო, ისეთი ბედნიერია“, – ამბობს წიქვაძე.
ქეთი წიქვაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას ერთ-ერთი დაქალის ლეკას როლს ასრულებს. ქეთის პერსონაჟი საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რადგან მის თავს საინტერესო ამბები ხდება.