„დისპლაზიის დროს არაადეკვატური განვითარების გამო მენჯ-ბარძაყის სახსარი არის არასრულფასოვანი. ყველაზე რთული, რაც შეიძლება დისპლაზიის შემთხვევაში მოხდეს, ეს არის ამოვარდნა, რომელიც დამთავრდება იმით, რომ როდესაც ბავშვი გაივლის, ის იკოჭლებს. ამ შემთხვევაში მას დასჭირდება მართლაც რთული ოპერაციული მკურნალობა“, – ამბობს ნინო ჭოლოკავა.
ორთოპედ-ტრავმატოლოგის თქმით, ეს პრობლემა ერთ წლამდე ძალიან მარტივად გვარდება სკრინინგით, რომელიც სასურველია ჩატარდეს ექვსი კვირის ასაკში.