გაიღიმეთ: შემთხვევითი გამვლელების სელფები ცნობილ პოლიტიკოსებთან

Sputnik

სელფი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ასეთი ფოტოების გადაღებას ყველას უყვარს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში პოლიტიკოსების ყველაზე საინტერესო სელფები.

არსებობს მოსაზრება, რომ სელფის სტილში ავტოპორტრეტის გადაღება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი, თუმცა ეს სიმართლე არ არის. პირველი ავტოპორტრეტები XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, 90-იან წლებში კი იაპონიაში შექმნეს სელფის ჯოხი, რომელიც, სხვათა შორის, მალევე აღმოჩნდა წიგნში „ყველაზე გამოუსადეგარი ნივთები“. დღეისათვის ავტოპორტრეტები ძალიან პოპულარულია, სმარტფონების დახვეწასთან ერთად კი სელფი ახალ მწვერვალებს იპყრობს.

ტერმინი „სელფი“ 2010-იან წლებში გახდა ცნობილი მობილურ ტელეფონებში ფოტოაპარატის ფუნქციების განვითარების შედეგად. 2012 წლის დეკემბერში ჟურნალმა Time აღნიშნა, რომ სიტყვა selfie მოდური სიტყვების ტოპ-10-ში მოხვდა.

დღეისათვის სელფი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, მათ შორის ცნობილებშიც. სელფის გადაღებაზე უარს არ ამბობს არც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არც ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ხანდახან თავად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორეც მზადაა სმარტფონის კამერის წინ იპოზიოროს.

1 / 14
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერთან ერთად სელფის იღებს
2 / 14
სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი სელფის იღებს ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინთან
3 / 14
ბიჭი სელფის იღებს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან
4 / 14
სამხრეთ კორეის პრეზიდენტობის კანდიდატი მუნ ჩჟე ინი მომხრეებთან ერთად სელფის გადაღების დროს
5 / 14
ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი სელფის იღებს მხარდამჭერთან ერთად
6 / 14
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონისა და მომღერალი ფარელ უილიამსის სელფი ჩრიდლოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს
7 / 14
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქის დღის გახსნის ცერემონიაზე წითელ მოედანზე
8 / 14
საფრანგეთის პრეზიდეტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი სელფის იღებს მხარდამჭერთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრის დროს
9 / 14
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუს და უკრაინელ ტურისტებთან ერთად კუალა-ლუმპურში
10 / 14
გოგონა სელფის იღებს აშშ-ის პირველ ლედი მელანია ტრამპთან ერთად საბავშვო საავადმყოფოში Queen Fabiola, ბრიუსელი
11 / 14
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სელფის იღებს სპლიყვთან ერთად ნაირობის ეროვნულ პარკში
12 / 14
იმიგრანტი სელფის იღებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად დევნილთა მიღების ცენტრში ვიზიტის დროს, ბერლინი
13 / 14
გოგონა სელფის იღებს ივანკა ტრამპთან ერთად საჩოგბურთო ტურნირზე US Open
14 / 14
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამა მხარდამჭერებთან ერთად სელფის იღებს