პრემიერ-მინისტრმა დავით სერგეენკოს შემცვლელი წარმოადგინა

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკოს ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

სერგეენკომ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირი „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

დავით სერგეენკოს წასვლის შესახებ ქართულ მასმედიაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა დავით სერგეენკომ ამ ინფორმაციის გახმოვანების უფლება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაუტოვა. ამ უკანასკნელმა კი გუშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და მხოლოდ დღეს წარადგინა მისი შემცვლელი. 

დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.