ყვითელი ამბები

ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილ ამერიკელ დიპლომატზე გათხოვდა

ჟურნალისტმა ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი ქართველ ჟურნალისტზე ია მეურმიშვილზე დაქორწინდა.

კურტ ვოლკერი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში, მისი რჩეული კი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტია, რომელმაც ქორწილის წვეულების ფოტოები სოციალურ ქსელში თავად ატვირთა.

ფოტოებში ჩანს, რომ ვაშინგტონში გამართულ საქორწინო წვეულებას პატარძლის საქართველოდან ჩასული მშობლები და ნათესავები ესწრებოდნენ.