მსოფლიო დღეს

ოჯახურ მტრობას მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა ოთხი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახებს შორის არსებულ მწვავე დაპირისპირებას მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის დასავლეთში ბაზარში დაწყებულ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ორი ბავშვია, ასევე დაიჭრა რვა ადამიანი, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი report.az.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახებს შორის არსებულ მწვავე დაპირისპირებას მოჰყვა.

„ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულმა მამაკაცმა ბაზარში სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიჭრა 8 ადამიანი. გარდა ამისა, დაიღუპა ქალი თავისი ორი შვილით და ასევე გამყიდველი მამაკაცი“, — წერს სააგენტო.

დაშავებულები, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მსროლელს ელნურ სულეიმანოვს, ის პოლიციას ჩაბარდა და იარაღიც ჩააბარა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.