ნანი ბრეგვაძე: ვითომ კარგად ვმღეროდი, ახლა რომ ვუსმენ, არ მომწონს

მომღერალი ნანი ბრეგვაძე საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობს.
Sputnik

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. იმ ნამღერ სიმღერებს, რომლებიც მე მაქვს ადრე ჩაწერილი, ვერ ვუსმენდი, ოღონდ არ ვიცოდი, რატომ არ მომწონდა, ხმაც იყო, შესანიშნავი მუსიკა, ვითომ კარგად ვმღეროდი... ახლა რომ ვუსმენ, არ მომწონს, მაშინაც არ მომწონდა“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.

მომღერლის თქმით, მართალია, ისეთი წკრიალა და სუფთა ხმა აღარ აქვს, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ თავისი სიმღერების ახლანდელი შესრულება უფრო ურჩევნია, ვიდრე ადრინდელი.