ვანო სულორი
ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის, ამერიკისა თუ ევროპის ავიამშენებლობის ჩამოყალიბება–განვითარებაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ სიმაღლეზე იდგებოდა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, მათ რომ დამოუკიდებელ საქართველოში ჰქონოდათ მოღვაწეობის შესაძლებლობა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ყველანი — გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ გრიგორაშვილი და ალექსანდრე ქართველიშვილი სამშობლოსთვის დაკარგულები იყვნენ.
არადა, იყო დრო, როდესაც ქართველთა შექმნილი ავიატექნიკა სამყაროს ბედს წყვეტდა.