თბილისში სამი თვის ბავშვი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, ჩვილი ასფიქსიით დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სამი თვის ჩვილი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გორში ექვსი თვის ჩვილი უეცრად გარდაიცვალა ძილში

ინციდენტი წუხელ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. მისი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიმდინარეობს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ხუთ წლამდე ვადით, ან პატიმრობას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.