თბილისში ავტომობილი აფეთქდა

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა გვერდით მდგომი ავტომობილები.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვაშლიჯვარში, საცხოვრებელი სახლის ეზოში გვიან ღამით ავტომობილი აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა აფეთქებული ავტომობილის ახლოს სამი მანქანა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.