თავის მოჭრა დანიის სამეფოში და ახალგაზრდა რაგბისტების გამარჯვება

Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია გასული კვირის სპორტული მოვლენების საინტერესო მიმოხილვას გთავაზობთ.
Sputnik

გასული სპორტული კვირა ისეთი არასასიამოვნო ფაქტით დაიწყო, რომ საერთოდ ამ თემაზე წერის სურვილი დამეკარგა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა დანიასთან 1:5 წააგო. მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც. ასე განწირული ჩვენი გუნდი არასდროს მინახავს და ამაში ლომის წილი ნაკრების „დამრიგებელ“ ვლადიმირ ვაისს მიუძღვის. თამაში დაიწყო რვა ჩამშლელით და არცერთი შემტევით. თითქოს მოედნის ცენტრში უნდოდა უპირატესობის მოპოვება, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად, რაც გამოვიდა, ვნახეთ  — ეს იყო ანტიფეხბურთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.