„ვთვლი, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი იმ პროექტისთვის, რომელსაც ევროვიზია წარმოადგენდა. ვთვლი, რომ ზოგადად, ძალიან გაუჭირდება ყოველ წელს ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატების მიღწევა ევროვიზიაზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ემიგრანტი გვყავს. თუ გვყავს ემიგრანტები ძირითადად, სამწუხაროდ, არალეგალები არიან და ხმას ვერ გვაძლევენ. არც ჩემი თავით არ ვარ კმაყოფილი და არც ევროვიზიით“, -ამბობს მომღერალი.
წელს საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა. მან თელ-ავივში შეასრულა სიმღერა „სულ წინ იარე"