მსოფლიოში ცნობილი რუსი დიჯეი ნინა კრავიცი საქართველოში წარდგება

კრავიცის გარდა, ფესტივალზე ანაკლიაში წარდგებიან შვეიცარიული დუეტი Adriatique, გერმანელი დიჯეები Yokoo და Ben Klock, ჯგუფი ისრაელიდან Red Azes და იტალიელი DJ Tennis
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი რუსი დიჯეი ნინა კრავიცი წარდგება ელექტრონული მუსიკის ფესტივალ EchoWaves-ზე, რომელიც ანაკლიაში 22-25 აგვისტოს გაიმართება.

ნინა კრავიცი დაიბადა და გაიზარდა ირკუტსკში, დაეუფლა იქ სტომატოლოგის სპეციალობას. გარკვეული პერიოდი მუშაობდა სპეციალობით, შემდეგ კი ირკუტსკის რადიოზე შოუს წამყვანი იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში გადავიდა მოსკოვში და 2003 წლიდან ცნობილია როგორც დიჯეი.

ფესტივალი ანაკლიაში EchoWaves: ვარსკვლავთცვენა გარანტირებულია

სადებიუტო ალბომი Nina Kraviz კრავიცმა 2012 წლის თებერვალში Rekids-ის ლეიბლით გამოუშვა. დიჯეის ერთ-ერთმა ვიდეომ (Between The Beats) განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ელექტრონულ მუსიკაში ფემინიზმის შესახებ დისკუსიებს ჩაუყარა საფუძველი. 2018 წელს ნინა კრავიცი პლანეტის საუკეთესო დიჯეების რეიტინგში 97-ე ადგილი დაიკავა ჟურნალ DJ Magazine-ს ვერსიით.

ნინა კრავიცის გარდა, ფესტივალზე ანაკლიაში წარდგებიან შვეიცარიული დუეტი Adriatique, გერმანელი დიჯეები Yokoo და Ben Klock, ჯგუფი ისრაელიდან Red Azes და იტალიელი DJ Tennis.

ეს ფესტივალის სრული ლაინ-აპი არ არის. დანარჩენი მუსიკოსების სახელები მოგვიანებით ეტაპობრივად გამოცხადდება.

ფესტივალი EchoWaves პირველად ანაკლიაში 2018 წელს ჩატარდა ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც იმართება სერბეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიაში, რუმინეთში. ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი გამოვიდა. ჰედლაინერებს შორის იყვნენ ხუან ატკინსი, Die Antwoord, Solomun, Tricky  და სხვ.

Anaklia EchoWaves სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.