მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

სომხეთის მოქალაქეები საქართველოში დასასვენებლად მატარებლით ჩამოვლენ
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საფირმო სამგზავრო მატარებელი სახელწოდებით „სომხეთი“ 15 ივნისს 130 მგზავრით წელს პირველად გამოემართა ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტით, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

 „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ სამგზავრო გადაზიდვების დირექციის უფროსმა გაგიკ მოვსესიანმა უამბო ჟურნალისტებს, რომ მატარებელი გუშინ გაემგზავრა არმავირში - ლონდიცირების სისტემის შემოწმების მიზნით. გაირკვა, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია და მგზავრობა დაიშვა. შაბათს 15:30 საათზე „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საფირმო მატარებელი ადგილიდან დაიძრა.

მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

„მატარებლით მგზავრობა კომფორტულია. ყოველთვის შეგხვდება საინტერესო ადამიანი, დრო შეუმჩნევლად გადის“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მგზავრი.

მატარებელში მგზავრებს უმასპინძლდებიან ჩაით და მარმელადით. მუშაობს კონდიციონერი და უსადენო ინტერნეტი.

მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

მოვსესიანის თქმით, უკვე გაყიდულია 1850 ბილეთი, თუმცა სეზონი ახლახან დაიწყო, შესაბამისად, მგზავრების ნაკადი გაიზრდება. მისი თქმით, შარშან 15 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე მატარებლით 53 ათასმა მგზავრმა იმოგზაურა.

მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

მატარებელი სახელწოდებით „სომხეთი“ ერევნიდან ბათუმამდე მანძილს 15 საათსა და 40 წუთში დაფარავს, ხოლო უკანა მიმართულებით - 15 საათსა და 45 წუთში. მისი ვაგონები სრულად შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ვაგონებში არის უფასო Wi-Fi. ბილეთის ფასები ერთი მიმართულებით მერყეობს 9 730 დრამიდან (პლაცკარტის ვაგონში ზედა ადგილი) 25 420 დრამამდე (კუპე). ხუთ წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო ხუთ წელზე ზემოდ ასაკის ბავშვებისთვის 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.