ყვითელი ამბები

„ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი დააკლდა თბილისს, გასკდა გული...“ - ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ პოლიტიკოსთან დაკავშირებით წერს
Sputnik

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძის შესახებ წერს, რომელიც გუშინ, 51 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

თბილისის საკრებულო მწუხარებით იუწყება

მომღერალი წერს, რომ დავით უჯმაჯურიძე 16 წლის იყო როცა გაიცნო და ბოლო პერიოდში ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ. მომღერალი თვლის, რომ მისი სახით, ძალიან კარგი ადამიანი დააკლდა თბილისს. 

„ძალიან მტკივა და გული მწყდება, რომ მასზე წარსულში საუბარი მიწევს! არ დამავიწყდება მისი გვერდში დგომა და სიტყვები, როდესაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა ეს. კიდევ ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი დააკლდა თბილისს. გასკდა გული რა“, - წერს ნინი ქარსელაძე.

თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004–2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

„ფიროსმანი არ ჩანს?" - ნინი ქარსელაძეს საბარგული ვარდებით აუვსეს

აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.

თბილისის საკრებულო დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.