უბედური შემთხვევა გორში: მამამ ორი წლის ბავშვს მანქანით გადაუარა

ორ წლამდე ბავშვმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის შედეგადაც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ სობისში მამაკაცმა მანქანის მობრუნებისას შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ორ წლამდე ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა.

ქედაში 76 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ოჯახის მოთხოვნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვი კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან შეყვანისას ის უკვე დაღუპული იყო.

ოჯახის ახლობლები კლინიკასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.