ქარწაღებულნი: ცნობილების სახალისო ფოტოები

Sputnik

იმისათვის, რომ მრავალრიცხვოვანი საზოგადოების წინაშე თავი წარმოაჩინონ, ვარსკვლავები უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სახალისო შემთხვევების სურათები, რომლების დროსაც ქარი ქალებს კაბებს უფრიალებს, პოლიტიკოსებს კი თმას

ბევრი დაგვეთანხმება, ცნობილები ხშირად აღმოჩენილან ძლიერი ქარის გამო კომიკურ სიტუაციაში. ისინი საათობით ემზადებიან ხოლმე წითელ ხალჩაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლისათვის და უცებ - უამინდობა. გულდასაწყვეტია, ქარის ერთ დაბერვაზე მათი მომხიბვლელობა და გრაციოზულობა უკვალოდ რომ ქრება.

მაგალითად, პრინცი უილიამის მეუღლე, კეტრინ მიდლტონი, ყოველთვის ვერ ახერხებს ქვედაბოლოს დაჭერას, ქარი კი მას ზემოთ აფრიალებს. ამბობენ, ამის გამო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II ძალიან უკმაყოფილოა კემბრიჯის ჰერცოგინიის სამოსით.

მსახიობები და მომღერლები ასევე უკმაყოფილოები არიან უამინდობით. ხშირად ქარი მათ ვარცხნილობასაც უფუჭებს. მსგავს სიტუაციებში არაერთხელ აღმოჩენილან ელი გოლდინგი და ემა სტოუნი. მაგრამ, ალბათ, ყველაზე საშინელი მომენტი სამოსის ნაწილის დაკარგვაა, რომელსაც შემდგომ დასაჭერად დასდევენ ხოლმე.

ქარი დაუნდობელია ყველას მიმართ. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გამუდმებული პრობლემები აქვს ვარცხნილობასთან ქარის გამო.

1 / 14
ბრიტანელი მომღერალი ელი გულდინგი „ჩვენი პლანეტის“ მსოფლიო პრემიერაზე ლონდონში
2 / 14
ამერიკელი მსახიობები პარკერ პოუზი და ემა სტოუნი პოზირებენ ფილმის „ირაციონალური ადამიანი“ დროს კანის კინოფესტივალზე საფრანგეთში
3 / 14
ქარმა პრინცესა მარგარეტს კაბა აუფრიალა, სანამ ის დედოფალ ელიზაბეთ II-სთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტი დუაით ეიზენჰაუერის ბალმორალის სასახლეში მისვლას ელოდნენ
4 / 14
ქარმა ბრიტანელი იურისტი ამალ ალამუდინის გაშიშვლება სცადა კანის კინოფესტივალზე
5 / 14
ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი კანის კინოფესტივალზე
6 / 14
ძლიერმა ქარმა რომის პაპ ფრანცისკეს მოსასხამი აუფრიალა
7 / 14
მსახიობი სტეფანი სკოტი Nickelodeon's 26th Annual Kids' Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აფრიალებული კაბის დაჭერას ცდილობს
8 / 14
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ყოველწლიურ სამიტზე გაფრენამდე ქარმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვარცხნილობა შეუსწორა
9 / 14
პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონთან და შვილთან ერთად ველინგტონის აეროპორტში, ახალი ზელანდია
10 / 14
სავენტილაციო ლუქიდან ამოსული ჰაერის ნაკადი გოგონას კაბას უფრიალებს, რომელიც მერლინ მონროს იმიტაციას აკეთებს
11 / 14
ამერიკელი მსახიობი ევა ლონგორია წითელ ხალიჩაზე
12 / 14
აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსის მეუღლე კარენ პენსი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ფორტ-ბრეგში, ჩრდილოეთ კაროლინა
13 / 14
მსახიორბი მეთიუ მაკკონაჰი და მოდელი კამილა ალვესი ფილმის Fool's Gold პრემიერაზე ჰოლივუდში
14 / 14
ამერიკელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი კანის კინოფესტივალზე