ბოტანიკურ ბაღში დღეს ნაყინის ფესტივალი იწყება

ფესტივალში 15 კომპანია მიიღებს მინაწილეობას, რომლებიც 25-მდე სახეობის ნაყინს წარმოადგენენ.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისი სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

გავრცელებული ინფორმაციით ფესტივალი დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება.

„ვიცით, რომ ბევრი თქვენგანი ელოდება ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალის გამართვას, ამიტომ ყველას გაგახარებთ და გაცნობებთ, რომ  ბოტანიკურში ეს ჯადოსნური და გემრიელი ფესტივალი 15 და 16 ივნისს ჩატარდება და ყოველწლიურ სახესაც  მიიღებს“, - იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალში 15 კომპანია მიიღებს მინაწილეობას, რომლებიც 25-მდე სახეობის ნაყინს წარმოადგენენ.

ღონისძიების ფარგლებში იგეგმება გასართობი შოუ-პროგრამა.

ფესტივალი ირი დღის განმავლობაში გაგრძელდება.