თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი თბილისის მერის და VTB ბანკის ორგანიზებით გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებულ სკვერებში ჩატარდება სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო, საგამოფენო და საგანმანათლებლო აქტივობები.
ფესტივალი სამგორის რაიონში გაიხსნება.
16 ივნისს, 18:00 საათიდან, ჰუალინგ პარკში მოსულ სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა შოუები და საგამოფონო სივრცეები.
დღის პროგრამის ფარგლებში ჰუალინგ პარკში იგეგმება სპორტული ღონისძიებები და ტურნირები, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის - თამაშები, შოეუები და შეჯიბრები, კონტაქტური ზოოპარკი, ილუზიონისტის შოუ, ანიმატორების და ზღაპრის გმირების შოუ, სხეულზე მოხატვა, ბატუტი, საბავშვო კინოშვენება, საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერები.
ღონისძიებას 21:30 საათზე ქართული როკ-ჯგუფი Loudspeakers-ის კონცერტი და ფოიერვერკი დახურავს.
ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია.
ფესტივალი 16 ივნისს დაიწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები კვირაობით გაიმართება. დასწრება ყველსათვის თავისუფალია.