თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

დაკავებული ქალი თურქეთის მოქალაქეს თაღლითურად სძალავდა 13 000 ლარს.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები -ტვირთის დათვალიერება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მინადორა დ.-სთვის, რომელმაც განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა თურქი ბიზნესმენის თანხას. ამ მიზნით დაუკავშირდა მას და არწმუნებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის 13 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დააჩქარებდა საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტვირთის მესაკუთრისთვის დაბრუნებას.

რა ღირს მართვის მოწმობა გამოცდების ჩაბარების გარეშე >>

არსებული ინფორმაციით, მინადორა დ.-მ დაითანხმა თურქი ბიზნესმენი და 2019 წლის 14 ივნისს წინასწარ გამოართვა თანხის ნაწილი - 6000 ლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.