დანგრეული სახლები, მტაცებლები ქუჩებში და დატბორილი ქალაქი – თბილისის წყალდიდობის ფოტოები

Sputnik

ის საშინელი ღამე დიდხანს ემახსოვრებათ თბილისელებს. 13 ივნისს, გვიან ღამით ძლიერი წვიმისა და ქალაქთან ახლოს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და თბილისის ცენტრი დატბორა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ნგრევის სურათები.

თავიდან წყალმა სვანიძის ქუჩას გადაუარა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაანგრია. ბევრი ცხოველი დაიღუპა, მათ შორის დათვებიც. შემდეგ წყლის ნაკადი, ადგილობრივთა სახლების გავლით, ხეობაში დაეშვა და გზად ყველაფერი გაანადგურა.

ახალ შემოვლით გზაზე დაზიანდა ათობით ავტომობილი. ყველა ადამიანმა ვერ შეძლო ადგილის დატოვება, მათი ნაწილი იმ ღამით დაიღუპა. წყლის ნაკადი ამ დროისთვის შეიჭრა ჯერ „მზიურში“, შემდეგ თბილისის ზოოპარკში და მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად დატბორა. ბევრი ცხოველი დაიღუპა, ზოგიერთი მათგანი კი ვოლიერის გარეთ, ქალაქის ქუჩებში აღმოჩნდა.

წყალდიდობის ბოლო წერტილად იქცა გმირთა მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპირო. წყალმა გაანადგურა ინფრასტრუქტურის ბევრი ობიექტი, სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები.

წყალდიდობის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. დაიღუპა 21 ადამიანი, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

1 / 31
ასე გამოიყურებოდა თბილისის ცენტრი წყალდიდობის შემდეგ. ფოტოზე - ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია
2 / 31
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის სამხედრო პირებს უხმეს. ფოტოზე - სამხედრო მოსამსახურე უყურებს სტიქიური უბედურების შედეგად დნაგრეულ ზოოპარკს
3 / 31
წყალდიდობამ ჯერ ხეობაში და მის მახლობლად მდებარე სახლები დაანგრია
4 / 31
სვანიძის ქუჩის მკვიდრები წყალდიდობის მეორე დილას. ამ ქუჩამ პირველმა მიიღო ადიდებული მდინარის დარტყმა
5 / 31
შემდეგ წყალი ხეობას გაყვა, დატბორა და გაანადგურა საავტომობილო გზა
6 / 31
წყალს მიქონდა გზაზე მდგომი ავტომობილები
7 / 31
შემთხვევის ადგილზე ყველამ ვერ მოასწრო ავტომობილის დატოვება. ბევრი მანქანა მაშველებმა მეორე დღეს ამოათრიეს ტალახიდან. ორი ადამიანი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა
8 / 31
თბილისის ზოოპარკის ბინადართა ნაწილმა, მათ შორის მტაცებლებმაც, წყალდიდობის დროს შეძლეს ვოლიერების დატოვება და გაქცევა. დანარჩენები ახლოს მდებარე შენობებსა და მანქანებში ეძებდნენ თავშესაფარს, თუმცა დაიღუპნენ
9 / 31
ასე გამოიყურებოდა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი
10 / 31
ვოლიერების ნაწილი და დანარჩენი ინფრასტრუქტურა ფაქტიურად მიწასთან გასწორდა
11 / 31
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ზოოპარკის ქვედა ზონა, სადაც მტაცებელთა ვოლიერებია განთავსებული
12 / 31
ამ ზებრას გაუმართლა - წყლის ნაკადი მის ვოლიერამდე არ მისულა
13 / 31
ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის ბეჰემოთი ბეგი, მაშველებმა, ზოოპარკის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს
14 / 31
ხალხი უყურებს წყალდიდობის შედეგებს. მეორე დილით სწორედ ამ ნანგრევების წყალობით გახდა თვალსაჩინო, თუ რამხელა ტალღამ შმოუტია ქალაქს
15 / 31
ცხოველებისა დ აადამიანების ნაკვალევი თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ. სტიქიური უბედურების დროს ყველა გადარჩენისათვის იბრძოდა
16 / 31
დამანგრეველი ტალღის გავლის შემდეგ, მდინარე ვერე კალაპოტში ჩადგა. მოგვიანებით მიიღეს ზომები იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. კალაპოტი გაამყარეს, ხოლო მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე და საშიშ ზონებში სპეციალური ცხაურები დაამონტაჟეს
17 / 31
ოდესღაც, წყალდიდობამდე, აქ იყო საბავშვო ქალაქი და ატრაქციონები, თუ,მცა სტიქიამ ეს ადგილი სრულად გაანადგურა
18 / 31
ვაკე-საბურთალოს ტრასაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გზების გაწმენდითი სამუშაოები
19 / 31
ასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში. ფოტოზე - მოხალისეები გმირთა მოედანზე მუშაობის დროს
20 / 31
წყალდიდობის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა მზიურის მახლობლად
21 / 31
წყლის ნაკადს დიდი რაოდენობით ნაგავი, ტალახი და მტვერი მოყვა
22 / 31
დღეს ამ ადგილის ცნობა რთულია. აქ ახლა ყველაფერი აღდგენილია, გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი სახლებიც
23 / 31
ასე გამოიყურებოდა ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი გმირთა მოედანთან
24 / 31
მაშველებს ზოოპარკის ტერიტორიიდან გამოაქვთ ავტომობილები, რომლებიც წყალმა წამოიღო
25 / 31
ავტომობილები იმდენად დაზიანდა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. ყველა მანქანა დაზღვეული არ ყოფილა
26 / 31
ასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი ვოლიერი ზოოპარკში
27 / 31
მოხალისეები ვაკე-საბურთალოს გზაზე წყალდიდობის მეორე დღეს
28 / 31
წყალდიდობის შედეგად დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელი გმირთა მოედანზე
29 / 31
იმედია ამ ავტომობილის მგზავრებმა დროულად შეძლეს წყალდიდობის დროს ადგილის დატოვება
30 / 31
წყალდიდობის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზის ნაწილი და შენობები ვერეს ხეობაში
31 / 31
წყალდიდობის შედეგად დაზიანებული თბილისის ზოოპარკის ტერიტორია