როგორ მოვიქცეთ ზღვაზე დასვენებისას - ქართველმა მაშველებმა ქცევის წესები გამოაქვეყნეს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა სანაპირო ზონებში უბედური შემთხვევების რიცხვი
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოსახლეობას სანაპირო ზონებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

თბილისის ზღვაზე მოზარდი დაიხრჩო>>

სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზონებზე განთავსებულ საინფორმაციო ბანერებსა და ამკრძალავ ნიშნებს.

„თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩდნენ – გაიგეთ, რა შედის მათ მოვალეობაში

სამსახური ასევე სთხოვს მოქალაქეებს, არ გაცურონ მონიშნული საცურაო ტერიტორიის იქით და არ გავიდნენ მაშველების პატრულირების არეალის თვალთახედვიდან.

გარდა ამისა, დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობა ან ნაბახუსევზე ცურვა, ასევე, ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება.

კატეგორიულად აკრძალულია ზღვაში შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს შესვლა.

აჭარის ზღვის სანაპიროზე დაახლოებით 160 მაშველი მუშაობს. სეზონის გახსნის შემდეგ მაშველების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, რაც, გასულ წელთან შედარებით, 50-ით მეტია. მათ შორის 20 გოგონა იქნება.