თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ორი კაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცები ნაჯახით ჩხუბის დროს დაჭრეს. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ–ერთი დაშავებულის, 60 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.