ყველაფერი განახლდება: როგორ არემონტებენ ჭავჭავაძის გამზირს თბილისში – ფოტო

Sputnik

სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძეზე, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შემოდგომის დასაწყისში საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდება ახლა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარი სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე.

დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ სარემონტო სამუშაოების პერიოდში გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა.

პირველ ეტაპზე გადაიკეტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე (ჭავჭავაძის #34) მონაკვეთი. ქალაქის ხელისუფალთა თქმით, გამზირის ეს მონაკვეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ავტომობილისტები რემონტის პერიოდში ჭავჭავაძის მიმდებარე ქუჩებით სარგებლობენ. „საცობების“ თავიდან ასაცილებლად ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილების მიმართულება დროებით შეიცვალა.

 

1 / 15
მასშტაბური სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს
2 / 15
სარემონტო სამუშაოები, გრაფიკის მიხედვით, სამ თვეს გასტანს
3 / 15
სამუშაოების განმავლობაში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები, სრულად განახლდება გზის საფარი
4 / 15
სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ყველაფერი საწყის სტადიაზეა
5 / 15
მალე ამ მილებით ძველებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც უკვე ძალიან დაძველდა
6 / 15
ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს ჩატარებულა
7 / 15
მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები შემოდგომის მოსვლამდე დასრულდება
8 / 15
საქმე ისაა, რომ ილია ჭავჭავაძის გამზირი ქალაქის სატრანსპორტო არტერიაა
9 / 15
გამზირით ყოველდღიურად ათასობით ავტომობილისტი სარგებლობს
10 / 15
სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად დედაქალაქის მერიამ ჭავჭავაძის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტისათვის დროებით გადაადგილების მიმართულება შეცვალა
11 / 15
ახლა ავტომობილები გვერდს უვლიან ტერიტორიას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს
12 / 15
ჭავჭავაძის გამზირი ეტაპობრივად გარემონტდება, საავტომობილო მოძრაობაც ეტაპობრივად გადაიკეტება
13 / 15
პირველ ეტაპზე გადაიკეტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე (ჭავჭავაძის #34)
14 / 15
ქალაქის ხელისუფალთა თქმით, გამზირის ეს მონაკვეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში
15 / 15
გზის ახალი საფარი გამზირზე სრულად განახლდება სავალ ნაწილზეც და ტროტუარებზეც