წყალდიდობის შედეგები ხარაგაულის რაიონში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები სტიქიის ადგილიდან
Sputnik

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები სტიქიის ადგილიდან.

ყველაზე მეტად წყალდიდობამ სოფელი ზვარე დააზარალა, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გაანადგურა საავტომობილო გზა, ასევე დაზიანდა სამი სხვადასხვა გზა, დაიტბორა სახლები და სოფლის მეურნეობის ობიექტები. წყალდიდობა 13 ივნისის ღამეს მოხდა. ადგილზე უკვე დაიწყო გაწმენდითი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.