კარგად დააკვირდით, ძაღლია თუ დათვი? – სახალისო ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
Sputnik

ვიდეოში ჩანს ტიბეტური მასტიფი, ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ტიბეტში ანტიკურ ხანაში. ეს ჯიში, რომელიც ევროპული მასტიფების უმეტესობის წინაპარია, გადაშენებას ბრიტანელმა სელექციონერებმა გადაარჩინეს. თავდაპირველად ტიბეტური მასტიფები მოდარაჯე და მეცხვარე ძაღლები იყვნენ, ისინი მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ფარაში წესრიგის დაცვას.

დღესდღეობით მას პატივს სცემენ სიმამაცისა და შთამბეჭდავი გარეგნობისთვის. ოდესღაც მასტიფები იცავდნენ ნახირს ჰილამაებში და ტიბეტში, დღეს კი ისინი ძირითადად გამოფენებზე გამოდიან. ეს ჯიში ჯერჯერობით მრავალრიცხოვანი არ არის, თუმცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ დასავლეთში მყარად მოიკიდა ფეხი.