თბილისის საკრებულო მწუხარებით იუწყება

თბილისის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე 51 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, იუწყება თბილისის საკრებულოს პრეს-სამსახური.

რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004–2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 

აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.

თბილისის საკრებულო დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.