ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2019“-ის მოკლე სია

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურიმ დაასახელა ფინალისტები 6 ნომინაციაში.
Sputnik

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილი გახდა, გამარჯვებულები კი 25 ივნისს, 18:00 საათზე მწერალთა სახლში გამოვლინდებიან, ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველმა მწერალმა ევროკავშირის ლიტერატურის პრემია მიიღო

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

რომანი

შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პროზაული კრებული

1. გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

2. დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

პოეტური კრებული

ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე

1. მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო

3. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

4. მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

დოკუმენტური პროზა

1. მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

2. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“

4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“

დებიუტი

საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

1. ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

5. იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L

6. ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L

7. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დიზაინი

1.თეონა ჭანიშვილი - „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“

2. თეონა ჭანიშვილი - „ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“

საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

4. სოფიო კირთაძე, ვიოლა ტუღუში - „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა „არტანუჯი“

5. სოფია ანთაძე - „ამ რომანში ყველა კვდება“, ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

ინოს ნოველები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/2F818Nl