ლავროვი შვეიცარიის მინისტრთან საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობაზე იმსჯელებს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის უფროსი მოსკოვს 18-19 ივნისს ეწვევა
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის პრობლემატიკას მოსკოვში განიხილავენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის უფროსი (მინისტრი) იგნაციო კასისი, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კასისი მოსკოვს სამუშაო ვიზიტით 18–19 ივნისს ეწვევა.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად ამოქმედდა

„19 ივნისისთვის დანიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების ფარგლებში იგეგმება საგნობრივი განხილვა რუსულ-შვეიცარიული ურთიერთობების ფართო სპექტრის, ძირითადი საერთაშორისო პრობლემების, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. ასევე იქნება განხილული შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის პრობლემატიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის

2009 წლიდან ქვეყნებს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესთა სექცია. ანალოგიური, საქართველოს ინტერესთა სექცია მოსკოვში გაიხსნა.

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი აფასებს შვეიცარიის დახმარებას საქართველოსთან დიალოგში >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიების და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. ბოლო შეხვედრაზე აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების შესრულება დაიწყება.