ყვითელი ამბები

ზურაბ ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე პოლიტიკაში მიდის.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ტელეკომპანია Rustavi 2-ს მომღერალმა თავად დაუდასტურა.

ზურა ხაჩიძე: მახსოვს ცოლი მოვიყვანე თუ არა ჩვენი ოჯახის განსაცდელი დაიწყო

ზურაბ ხაჩიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობაზე მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მიიღო და ის ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება და გუბერნიაში კულტურის, სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

„არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ პიარ-სამსახურშიც მიმუშავია და მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო“, – განაცხადა ხაჩიძემ.

ზურა ხაჩიძე: მახსოვს ცოლი მოვიყვანე თუ არა ჩვენი ოჯახის განსაცდელი დაიწყო >>>

მისი თქმით, იაქტიურებს სოციალურ გვერდზე, ექნება „ფეისბუქ-ლაივები“ და აქტიური ურთიერთობები ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.