საზარელი მკვლელობა ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე: დაკავებულია სამი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი ცულით მოკლეს და გაძარცვეს
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, იუწყება პირველი არხი.

სწრაფი კვების ჯიხურში მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ცულით მოკლეს

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს თავის არეში ტრავმა, სავარაუდოდ, ცულით აქვს მიყენებული. მედიის მტკიცებით, ის შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ სამიდან ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.

შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.