მსოფლიო დღეს

ქალი, რომელსაც ქმარმა 5 შვილი მოუკლა, დამნაშავის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია

ამერიკელი ქალი ითხოვს, მისი მეუღლე სასამართლომ დაინდოს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ამერიკელი ქალი ამბერ კაიზერი, რომელსაც ქმარმა 5 შვილი მოუკლა, წინააღმდეგია დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ. ინფორმაციას ტელეკომპანია Imedi ავრცელებს.

დედამ 3 წლის შვილი ერთი კვირით მარტო გამოკეტა სახლში - ბავშვი დაიღუპა

ამბერ კაიზერმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბავშვებს მამა უყვარდათ. სწორედ ამიტომაა ის წინააღმდეგი, რომ დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ.

37 წლის ჯონს კაიზერმა ერთიდან რვა წლამდე შვილები მოკლა. საშინელი დანაშაული 2014 წელს ლენქსინგტონში მოხდა. კაცი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

ბრალდებულს განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოუტანონ.